სააპელაციო სასამართლოში ბაჩო ახალაიას პროცესი გაიმართება

დღეს ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში ბაჩო ახალაიას პროცესი გაიმართება.
სასამართლოზე ციხის ე.წ მაყურებლების წამების ეპიზოდს განიხილავენ, რაზეც აქვს ბრალი წარდგენილი ბაჩო ახალაიასთან ერთად კიდევ რამდენიმე პირს.
დაცვის მხარე ამჯერადაც დააყენებს დამატებითი მტკიცებულებების დასაშვებობის შუამდგომლობას. ისინი მოწმეთა დაკითხვასა და ვიდეოკადრების გამოკვლევას ითხოვენ.
დღესვე შესაძლოა პროკურატურაც წარსდგეს თავისი შესავალი სიტყვით.
აღნიშნულ საქმეზე ბაჩო ახალაიას საქალაქო სასამართლომ 7 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები