ნიკა გვარამია ხვალ დაკითხვაზე დაიბარეს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწუფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სუს-ის წარმომადგენლები ტელევიზიის ოფისში მივიდნენ და არხის ხელმძღვანელს უწყება ჩააბარეს. გვარამიას ხვალ 12:00 საათზე დაკითხავენ.
საქმე ეხება, უკრაინული ვებგვერდის მიერ გამოქვეყნებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს, სადაც ერთმანეთს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ესაუბრებიან.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 135-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს შეთქმულებას ან ამბოხებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები