მეცნიერების აზრით, 3D ფილმების ყურება ტვინის მუშაობას აუმჯობესებს

 ბრიტანელი მეცნიერების აზრით, ფილმების ნახვა 3D ფორმატში ტვინის მუშაობას აუმჯობესებს. კვლევები ლონდონის კინოთეატრში კომპანია RealD-ს დაკვეთით ჩატარდა. ექსპერიმენტში მონაწილე 100-მა პირმა ფილმების ნახვის დაწყების წინ ინტელექტუალური ტესტი გაიარა, რომელიც IQ-ს ტესტის მსგავსია. ამის შემდეგ მონაწილეები ორ ჯგუფად დაყვეს – პირველმა უყურა ანიმაციურ ფილმს – „გმირების ქალაქს“ 2D ფორმატში, ხოლო მეორემ – იგივე ფილმს, ოღონდ 3D-ში.
ფილმის ნახვის შემდეგ ექსპერიმენტის მონაწილეებმა კვლავ ტესტი გაიარეს – მათ, ვინც 3D ფილმები ნახა, აღქმა 11%-ით გაეზარდათ, ხოლო 2D ფილმების მაყურებლებს – მხოლოდ 2%-ით. ასევე კვლევამ ტვინის კოგნიტიური ფუნქციების გაუმჯობესებაც დააფიქსირა, შესაბამისად – 23% და 11%-ით. სპეციალისტების აზრით, ამ მონაცემების გამოყენება სამედიცინო მიზნითაა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები