სასამართლომ “რუსთავი 2”-ის წილების დაბრუნებაზე ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ქიბარ ხილვაშის სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნა, ტელეკომპანიის წილების დაბრუნების თაობაზე, დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წილების 60 პროცენტი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს, 40 % კი მის საკუთრებაში არსებულ შპს “პანორამას” დაუბრუნდება.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა არხის საავტორო უფლებების დაბრუნებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე.  ქიბარ ხალვაში ზიანის ანაზღაურების მიზნით 18 მილიონ დოლარს ითხოვდა.

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა “რუსთავი 2”-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი მიმდინარე წლის აგვისტოში შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, “რუსთავი 2”-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ საქმეზე, ქიბარ ხალვაში “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ, გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ საქალაქო სასამართლოში გამოაცხადა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები