სოფო ნიჟარაძე დაკითხვაზე გამოცხადდა – „სააკაშვილი ჩემი მეგობარია“

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე გამოცხადდა. ის ე.წ. მოდულის შენობაში ადვოკატ ბექა ბასილაიასთან ერთად მივიდა.
ნიჟარაძე გუშინ უკრაინული საიტის მიერ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით დაიკითხება.
როგორც მომღერალმა “მოდულის” შენობაში შესვლამდე განაცხადა, მისი დაკითხვაზე დაბარება სასაცილო და აბსურდულია, თუმცა რადგან კითხვები არსებობს, მზად არის პასუხის გასაცემადაც.
„მე ცოტა სასაცილოდ, აბსურდულად მეჩვენება დღევანდელი ჩემი დაბარება აქ, თუმცა თუ რამე შეკითხვა არსებობს, ამ ფაბრიკაციულ ვიდეოებთან დაკავშრებით მე მზად ვარ ვუპასუხო. როგორც კანონმორჩილი მოქალქე მოვედი აქ და მზად ვარ კითხვებს გავცე პასუხი. უბრალოდ ძალიან საინტერესოა, რა კითხვები იქნება “,- განაცხადა ნიჟარაძემ.
რაც შეეხება კითხვას, რა აკავშირებთ მას და მიხეილ სააკაშვილს, სოფო ნიჟარაძემ აღნიშნა, რომ ისინი მეგობრები არიან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები