N17 დაწესებულებაში ლექცია–სემინარი ჩატარდა

N17 პენიტენციურ დაწესებულებაში, მსჯავრდებულთა მონაწილეობით, წმინდა სტეფანე აღმსარებლის კულტურულ – საგანმანათლებლო სახლის პროექტის ფარგლებში, რელიგიურ-თეოლოგიურ თემებთან დაკავშირებით ლექცია–სემინარი ჩატარდა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცნობით, ლექციას მამა გურამ ოთხოზორია და საგანმანათლებლო სახლის დირექტორის მოადგილე ოთარ ყვირალაშვილი უძღვებოდნენ. დაწესებულებაში მსჯავრდებულების/ბრალდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ფარგლებში ასევე მცირე ბიზნესის წარმოება და მართვის მოწმობის თეორიული კურსის სწავლება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები