თეიმურაზ მურღულია მწვანე კლიმატის ფონდის საბჭოს მე-11 შეხვედრაში მონაწილეობდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ ზამბიაში, მწვანე კლიმატის ფონდის საბჭოს მე-11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
მინისტრის მოადგილემ მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის მწვანე კლიმატის ფონდის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) ერთად უკვე მუშაობს ეროვნული პროგრამის დოკუმენტზე, რომელშიც კლიმატის ცვლილების კუთხით არსებული პრიორიტეტული მიმართულებები/ პროექტები აისახება, და მოხდება მათი შეფასება მწვანე კლიმატის ფონდის კრიტერიუმებთან მიმართებაში.
მწვანე კლიმატის ფონდი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფონდი საქართველოსთვის, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, დაეხმაროს ქვეყანას რეალურად მდგრადი და მწვანე ეკონომიკის დანერგვისაკენ.
მწვანე კლიმატის ფონდი არის გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მთავარი ფინანსური მექანიზმი, რომლის მიზანია მთავარი და შედეგზე ორიენტირებული როლის თამაში კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში.
მდგრადი განვითარების კუთხით ფონდი ხელს უწყობს განვითარებად ქვეყნებს, მოახდინონ ქვეყნის ტრანსფორმაცია დაბალემისიანი და კლიმატგონივრული განვითარების კუთხით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები