დევნილთა სამინისტროს თანამშრომლებმა „სურვილების ხეივნის“ გაშენებაში მიიღეს მონაწილეობა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებთან ერთად, მახათას მთაზე, სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე „სურვილების ხეივნის“ გაშენებაში მიიღეს მონაწილეობა.
უწყების ცნობით, პირველად საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის სარეინტეგრაციო მომსახურების გასაწევად, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 400 000 ლარი გამოიყო, რომელიც გრანტის სახით არასამთავრობო ორგანიზაციებზე გაიცა. „სურვილების ხეივნის“ გაშენების ღონისძიება საგრანტო კონკურსში გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ვი-პი-არ ჯგუფის“ ორგანიზებით განხორციელდა.
ხეების დარგვის აქციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამაში ჩართულმა სამშობლოში დაბრუნებულმა მიგრანტებმა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) წარმომადგენლებმა.