კახა კალაძე სომეხ კოლეგას შეხვდა
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ერვანდ ზახარიანს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის ორმხრივი ენერგეტიკული ურთიერთობები განიხილეს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობასა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.