ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომელის თანახმადაც, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2.3987 ლარი გახდა. აქამდე მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.3980 ლარს შეადგენდა. ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 0.0007 -ით გაუფასურდა.
სებ-ის კურსით, 1 ევროს შეძენა 2.6441 ლარად იქნება შესაძლებელი. აქამდე მოქმედი კურსი კი 2.6414 ლარს შეადგენდა, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში 0.0027 – ით გაუფასურდა.