შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა ქვეყნიდან სამი უცხოელი მოქალაქე გააძევა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა ქვეყნის 3 მოქალაქე: 1992 წელს დაბადებული, უზბეკეთის მოქალაქე ლ.ა, 1988 წელს დაბადებული, ავღანეთის მოქალაქე მ.ქ. და 1984 წელს დაბადებული, ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკის მოქალაქე ჩ.ტ. გამოავლინა, რომლებიც საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდნენ.
მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფმა უზბეკეთის და ავღანეთის მოქალაქეებმა ქვეყნა დატოვეს.
ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკის მოქალაქეს ჩ. ტ-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა ქვეყნის ნებაყოფლობითი დატოვებისთვის 20 – დღიანი ვადა დაუწესა. ჩ.ტ – მ აღნიშნული უფლება არ გამოიყენა, რის გამოც მიგრაციის დეპარტამენტმა მისი ნიგერიის ფედერალურ რესპუბლიკაში იძულებითი გაძევების პროცედურა აღასრულა. აღნიშნულ პირს საქართველოში შემოსვლა 3 წლის ვადით აეკრძალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები