მოსამართლემ ივანიშვილის და ოქრუაშვილის დაკითხვაზე უარი განაცხადა

საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მოპასუხე მხარის ადვოკატებმა ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ოქრუაშვილის მოწმის სახით დაკითხვა მოითხოვეს. თუმცა, მოსამართლემ აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განცხადებით, საქმის გამოკვლევა დასრულებულია და უკვე დაუშვებელია ახალ გარემოებებზე მსჯელობა. მისივე თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის კავშირი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არ ჩანს. ოქრუაშვილი მოხსენიებულია, თუმცა საქმის კვლევა უკვე დასრულებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები