ქუთაისში სკოლის მოსწავლე მოკლეს
ქუთაისში, მე-12 კლასელი ცივი იარაღით მოკლეს. მომხდარის შესახებ ინფორმაცია “კვირას” შსს-ში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მათივე ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.