ოზურგეთში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს

დღეს დილით გურიაში, ოზურგეთში, სამხარეო ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიიდან უცნობმა პირებმა საქართველოს ბანკის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს.
არსებული ინფორმაციით, მოპარული აპარატი, რამდენიმე საათში იპოვეს.
ოზურგეთში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობა ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეორედ მოხდა.
„კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხადრი დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, საქმე 177-ე მუხლით არის აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები