დიმიტრი შაშკინის დაკითხვა დასრულდა
საქართველოს მთავარ პროკურატურაში განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინის დაკითხვა დასრულდა. როგორც შაშკინმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გამომძიებლებს კითხვები საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის შესახებ და კახა ბენდუქიძეზე ჰქონდათ.
„შეკითხვები ეხებოდა აგრარულ უნივერსიტეტს და კახა ბენდუქიძეს. ვეცადე, გამომძიებლებისთვის ამეხსნა, რომ ეს არ იყო პრივატიზაციის პროექტი, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, რომლის შედეგად თანამედროვე უნივერსიტეტი მივიღეთ, სადაც დაახლოებით ოთხი ათასი სტუდენტი სწავლობს. გამომძიებლებს აინტერესებდათ, თუ რა მიზეზით განახორციელა ასეთი ინვესტიცია კახა ბენდუქიძემ ამ უნივერსიტეტში“, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე საგამოძიებო უწყებიდან ჯერჯერობით არ გამოსულა.