სამეგრელოში მორების უკანონო ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა მორების უკანონო ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინეს.
დეპარტამენტის ცნობით, ორივე შემთხვევა ჩხოროწყუს რაიონში დაფიქსირდა. სამართალდამრღვევები უკანონო ხე-ტყით დატვირთული სატვირთო ავტომანქანებით გადაადგილდებოდნენ სოფელ მუხურსა და სოფელ ზუმში. უკანონობის გამოვლენის შემდეგ შესაბამისი ოქმი დაიწერა და სატვირთო მანქანები დაილუქა.