სუსის წარმომადგენლები ლიტვის საგამოძიებო სპეცსამსახურის ექსპერტებს შეხვდენენ
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ლიტვის რესპუბლიკის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ექსპერტებთან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში.
როგორც „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, შეხვედრა მიზნად ისახავდა მხარეებს შორის ინფორმაციისა და საუკეთესო გამოცდილების ურთიერთგაზიარებას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ლიტველ კოლეგებს გააცნეს უსაფრთხოების სფეროში საქართველოში გატარებული რეფორმები და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით განხორციელებული ღონისძიებები. ლიტველმა ექსპერტებმა ისაუბრეს თავიანთ გამოცდილებაზე და განიხილეს ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკა კორუფციასთან ბრძოლის საკითხებში. მხარეებმა დაადასტურეს ექსპერტულ დონეზე თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა.
ლიტვის რესპუბლიკის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები, ეგიდიჯუს სნიკორიუსი, გიდრიუს ბოდვიტი და ვიქტორია ტერვიდე, საქართველოში ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის საფუძველზე იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში, მათ ჩაატარეს ოთხდღიანი ერთობლივი სემინარი თემაზე: „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს 15-მა თანამშრომელმა.