რუსთავში, ჯიხურში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, ახმეტელის ქუჩაზე, ჯიხურში 37 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილი მამაკაცი ჯიხურში მეგობართან ერთად ცხოვრობდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ტუბერკულოზით იყო დაავადებული და ეპილეფსია ჰქონდა, რის გამოც ის ხშირად ავადმყოფობდა. შემთხვევა დღეს, დილის 11:00 საათზე მოხდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.