ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესი 2 ნოემბერს განახლდება

საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამაზ ურთმელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ადვოკატების შუამდგომლობა, პროცესის გადადების თაობაზე, დააკმაყოფილა და სასამართლო პროცესი გადადო.
აღნიშნული საქმის განხილვა 2 ნოემბერს, 11 საათზე განახლდება. „რუსთავი 2“-ის ადვოკატების ინფორმაციით, ის დრო, რაც გუშინ მოსამართლემ მათ მისცა, ექსპერტის სიტყვის გასაანალიზებლად არ ეყოთ და გონივრული ვადა ორშაბათამდე ითხოვეს.
მათივე თქმით, მოპასუხე მხარის შუამდგომლობას სასამართლო პროცესის გადადების თაობაზე მოსარჩელე მხარე დაეთანხმა. ქიბარ ხალვაშის ადვოკატების თქმით, პროცესის გადადების პრობლემა არ არსებობს. ხოლო იმისთვის, რათა მხარეები თანაბარ პირობებში იყვნენ, მოსარჩელე მხარის ადვოკატმა, პაატა სალიამ მოსამართლეს თხოვნით მიმართა, რომ მომავალ სხდომაზე, იმ შემთხვევაში, თუ სხდომა გადაიდებოდა, მისცემოდა მოსარჩელე მხარეს საპაექრო სიტყვის დასკვნის სახით მცირე ვადაში ჩამოყალიბება.
საბოლოოდ მხარეები შეთანხმდნენ, რომ სხდომის გადადების პრობლემა არ არსებობდა. მხარეების პოზიცია გაიზიარა მოსამართლემ და შემდეგი სასამართლო სხდომა 2 ნოემბერს, 11:00 საათზე დანიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები