კახა კოჟორიძე პრეზიდენტის მიერ მოსამართლისადმი გაკეთებულ მოწოდებას განმარტავს

ადამიანის უფლებების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი, კახა კოჟორიძე, გიორგი მარგველაშვილის მიერ „რუსთავი 2″-ის საქმის მოსამართლის თამაზ ურთმელიძისადმი გაკეთებული მოწოდების ერთ-ერთ მიზეზად იუსტიციის მინისტრის განცხადებას ასახელებს. როგორც კოჟორიძემ ჟურნალისტებს, პრეზიდენტთან დღევანდელ შეხვედრაზე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან აღნიშნულთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკაზე კომენტირებისას განუცხადა, პრეზიდენტის მთავარი მიზანი ის, რომ დამშვიდებულიყო არსებული გარემო.
“შეხვედრაზე იყო საუბარი ამ თემაზე. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ გააკეთა ეს განცხადება. პრეზიდენტის მთავარი მიზანი იყო ის, რომ დამშვიდებულიყო არსებული გარემო – მისი მოწოდება იყო სწორედ ის, რომ მშვიდ გარემოში, ყოველგვარი აჩქარების გარეშე მიეღო მოსამართლეს გადაწყვეტილება, და, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც, ამ განცხადებამდე ორი დღით ადრე ჩვენ მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრის განცხადება, სადაც ის ამბობდა, რომ მოსამართლემ ამ საქმეზე რაც შეიძლება სწრაფი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ერთ-ერთი მიზეზი ამ განცხადების გაკეთებისა, რომ მოსამართლეს მშვიდ გარემოში მიეღო გადაწყვეტილება, იყო ეს”, – განუცხადა ჟურნალისტებს კახა კოჟორიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები