პროკურატურაში ლადო ბედუკაძის დაკითხვა დასრულდა
ლადო ბედუკაძემ ქალაქის პროკურატურის შენობა, სამსაათიანი დაკითხვის შემდეგ, უკომენტაროდ დატოვა.
როგორც ბედუკაძემ აღნიშნა, კომენტარი იმ მოტივით არ გააკეთა, რომ სხვა მედიასაშუალებებთან ერთად მას “რუსთავი 2”-იც წერდა.
“რუსთავი 2″-ს კომენტარს მონობიდან გათავისუფლების შემდეგ მივცემ. სხვა მედიასაშუალებებს ცალკე მივცემ ინტერვიუს”, – განაცხადა ბედუკაძემ, რის შემდეგაც ქალაქის პროკურატურის ტერიტორია დატოვა.
მთავრი პროკურატურის ინფორმაციით, ჟურნალისტმა ნინო ჯღარკავამ თბილისის პროკურატურას მიმართა განცხადებით, რომელშიც მიუთითა, რომ ტელეკომპანია “რუსთავის 2”-ით ვრცელდებოდა, თითქოსდა, მასა და ვლადიმერ ბედუკაძეს შორის სოციალური ქსელით განხორციელებული მიმოწერა ე.წ. ციხის კადრებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს მიმოწერა იყო გაყალბებული.
“აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურაში მიმდინარეობს განცხადებაში მითითებული გარემოებების შესწავლა იმის დასადგენად, არსებობს თუ არა დანაშაულის ნიშნები. ამ მიზნით გამოსაკითხად დაბარებულია ვლადიმერ ბედუკაძე”, – აცხადებენ პროკურატურაში.