ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის სხვა პირზე უკანონოდ გადაცემის ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს შიდა ქართლის განყოფილების თანამშრომლებმა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის სხვა პირზე უკანონოდ გადაცემის ფაქტი გამოავლინეს.
სოფელ ქიწნისის მიმდებარედ, გადამოწმების მიზნით გაჩერებულ სატვირთო ავტომანქანის მძღოლს თან ჰქონდა სხვა პირზე გაცემული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი.
აღნიშნული სატვირთო ავტომანქანა, რომელიც დატვირთული იყო 7.0 კუბამეტრი წიფლის სახეობის საშეშე მერქნით, დაილუქა.
მასალები რეაგირებისთვის გადაეგზავნა შესაბამის სამსახურს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები