“რუსთავი 2”-ის სასამართლო პროცესი ხვალ განახლდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ხვალ 11:00 საათზე გაგრძელდება.
ხვალინდელ სხდომაზე ტელეკომპანიის იურისტები საპაექრო სიტყვას წარმოთქვამენ, რის შემდეგაც მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავა.
დღევანდელი სხდომაზე მოსამართლე ურთმელიძემ ტელეკოპანიის ადვოკატების რამდენიმე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ასევე დღესვე დაიკითხა მოსარჩელე მხარის ერთადერთი მოწმე, სამხარაულის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს ფინანსური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი შოთა ივანაშვილი, რომელმაც მოამზადა დასკვა კომპანიის წილების ფასის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები