მოსამართლემ “რუსთავი 2”-ის შუამდგომლობა მტკიცებულებებიდან შოთა ივანაშვილის მომზადებული დასკვნის ამორიცხვაზე არ დააკმაყოფილა

“რუსთავი 2”-ის შუამდგომლობა მტკიცებულებებიდან ექსპერტ შოთა ივანაშვილის მიერ მომზადებული დასკვნის ამორიცხვის შესახებ, მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ არ დააკმაყოფილა. აღნიშნული შუამდგომლობა “რუსთავი 2”-ის და მისი მფლობელების ადვოკატებმა ექსპერტ ივანაშვილის დაკითხვის შემდეგ დააყენეს.
ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა შოთა ივანაშვილმა , 2005-06 წლებში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში ქიბარ ხალვაშის წილების ღირებულებაზე აუდიტორული დასკვნა მოამზადა.
ადვოკატების თქმით, ექსპერტმა შოთა ივანაშვილმა დასკვნაში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საბაზრო ღირებულება ვერ წარმოადგინა.ადვოკატები საქმიდან იმ მასალების ამორიცხვასაც ითხოვდნენ, რაც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის დასკვნას თან აქვს დართული.
პროცესზე “რუსთავი 2-ის“ იურისტებმა მოსამართლე ურთმელიძის აცილების შესახებ შუამდგომლობა კიდევ ერთხელ დააყენეს, თუმცა ურთმელიძემ ეს შუამდგომლობა არ განიხილა და სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ სამაუწყებლო კომპანიის წარმომადგენლებმა ეს შუამდგომლობა ხშირად დააყენეს.
მოსამართლე ურთმელიძის გადაწყეტილებებს ხმაური მოჰყვა. ტელეკომპანია საქართველოს იურისტმა მიმდინარე სხდომას ფარსი უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები