ზესტაფონში წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების ფაქტები გამოვლინდა

  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლების ერთობლივი პრევენციული ღონისძიების შედეგად, სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების ათეულობით ფაქტი გამოვლინდა. ზესტაფონში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები იჯარით აღებულ დახურულ სავაჭრო ობიექტებში თვითნებურად გაყვანილი გვირაბებიდან ფარულად ახორციელებდნენ წიაღისეულის მოპოვებას. სამართალდამრღვევების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები