კახა კალაძე ირანთან ბუნებრივი აირის საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს
ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ის პირადად აპირებს ირანში ჩასვლას და ბუნებრივი აირის საქართველოში ექსპორთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოებას.
როგორც კალაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ირანს ძალიან საინტერესო ბაზარი გააჩნია. მისი თქმით, აღნიშნული თანამშრომლობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ირანი ძალიან საინტერესო ბაზარია. ის რესურსები, რომელიც ირანს გააჩნია, ჩვენი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. უახლოეს მომავალში, ნოემბრის შუა რიცხვებში, ვგეგმავ ირანში ჩასვლას და შესაბამისად, გვექნება საუბარი, თუ რამდენად შესაძლებელია ბუნებრივი აირის წამოღება. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია“, – განაცხადა კალაძემ.