ბაიკალთან მეტეორიტი ჩამოვარდა

რუსეთში, ბაიკალის ტბასთან მეტეორიტი ჩამოვარდა. ასტრონომებმა ობიექტი 67,2 კილომეტრის სიმაღლეზე შეამჩნიეს. მისი მასა ერთ კილოგრამს, ხოლო ზომა 10 სანტიმეტრს შეადგენდა.
სავარაუდოდ, ბოლიდი ასტეროიდების რკალიდან არის, რომელიც მარსსა და იუპიტერს შორის მდებარეობს, ის თავის ორბიტას ასცდა. მეცნიერები ამბობენ, რომ მეტეორიტი ბაიკალის ტბაში, ნაპირიდან დაახლოებით 17 კილომეტრში ჩავარდა. თვითმხილველების თქმით, ის დედამიწის ატმოსფეროში დაახლოებით 10 წამს იწვოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები