აშშ-ში, DoorDash-ის ქართველი კურიერი მომხმარებლის შეკვეთის მითვისების გამო დააკავეს
სამართალდამცველებმა პენსილვანიის შტატში „დორდეშის“ (DoorDash) 28 წლის ქართველი კურიერი დააკავეს, რომელსაც ბრალად მომხმარებლის კუთვნილი საკვების მითვისება და მისი მოხმარება ედება.
გამოძიების ვერსიით, ინციდენტი ლოუერ საუთჰემპტონის დასახლებაში მოხდა. კურიერმა რესტორნიდან შეკვეთა გაიტანა, თუმცა დანიშნულების ადგილზე მიტანის ნაცვლად, საკვები საკუთარ სახლში წაიღო.
პოლიციამ ოპერატიული სამუშაოების შედეგად დაადგინა, რომ ეჭვმიტანილმა კლიენტის კუთვნილი კერძი თავად მიირთვა.
სამართალდამცველებმა 28 წლის მამაკაცს ბრალი ქურდობისა და მოპარული ქონების ფლობის მუხლით წარუდგინეს.
კომპანია DoorDash-ის ოფიციალური განცხადებით, მათ აღნიშნულ პირს პლატფორმაზე წვდომა სამუდამოდ შეუწყვიტეს.
კომპანია სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან.
შედგენა
მისწერეთ Mariam Latsabidze