“ბევრჯერ მითქვამს: ჩემი მთავარი პრიორიტეტია ილია მეორე შეირაცხოს წმინდანად. ჩვენმა პატრიარქმა რაც 50 წელი აკეთა, ის საქმე გაგრძელდეს”,- ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში, კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ახლად არჩეული პატრიარქი პრიორიტეტების შესახებ საკუთარ სიტყვაში იტყვის.
„მე რა ვიცი, რა უნდა იყოს პატრიარქის პრიორიტეტი. როდესაც ავირჩევთ საკუთარ სიტყვაში ყველაფერს გვეტყვის. მე ბევრჯერ მითქვამს, ჩემი მთავარი პრიორიტეტია პატრიარქი შეირაცხოს წმინდანად. ჩვენმა პატრიარქმა რაც 50 წელი აკეთა, ის საქმე გაგრძელდეს“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ.