მეუფე ზენონი: ყველა თავისი სინდისით ირჩევს საქართველოს ეკლესიის მომავალს
“ამ წუთას არაფერი მაქვს სათქმელი. ახლა არის არჩევნები, ყველა თავისი სინდისით ირჩევს საქართველოს ეკლესიის მომავალს”, – ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსმა ზენონ იარაჯულმა განაცხადა.
„ჩემი პოზიცია პოზიციაზე რჩება. მე შემიძლია გიპასუხოთ ერთი ლექსით: „იამბე ციხის ნაშალო, რა დრო გაქვს გამავლილიო, ან ვისგან ანაგები ხარ, ან ვისგან ჩამოშლილიო. ერთ სიტყვაი თქვა ციხემა, ძალიან გასაკვირიო: გამტეხა შიგნით ღალატმა, ჯერაც ამაზე ვტირიო, რად მაირიეთ იღბალი იმ რუსის ხელმწიფისანი, მას სთხოვეთ, მარიგეს ღმერთსა, სისხლახვეწილი გმირთანი“.
ჟამთა უთვლელი მყინვარწვერის ფერდობზე აღმართულმა გერგეთის წმინდა სამებამ დაიფაროს საქართველო“, – განაცხადა მეუფე ზენონმა.
ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ.