დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: დარწმუნებული ვიყოთ, რომ პატრიარქი ის იქნება, ვინც ჩვენს ერს სჭირდება

“ვენდოთ ჩვენს უფალს, ტკბილ იესოს. დარწმუნებული ვიყოთ, რომ [პატრიარქი] ის იქნება, ვინც ჩვენს ერს სჭირდება”, – ამის შესახებ დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ სამებაში მისვლისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ისტორიაში პატრიარქის როლი ყველამ ნახა.

„ვენდოთ ჩვენს უფალს, ტკბილ იესოს. დარწმუნებული ვიყოთ, რომ [პატრიარქი] ის იქნება, ვინც ჩვენს ერს სჭირდება. არ ვიტყვი რისი ღირსიც ვართ, იმიტომ რომ შეიძლება დავისაჯოთ. ხომ ყველამ ვნახეთ პატრიარქს უდიდესი როლი აქვს საქართველოს ისტორიაში და აწმყოშიც“, – აღნიშნა დეკანოზმა.

ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში, გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე დღეს ქვეყნის ახალ პატრიარქს აირჩევენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები