ლაშა პაპაშვილი: მინდა და ვფიქრობ, რომ მეუფე შიო გახდება საქართველოს ახალი კათოლიკოს – პატრიარქი
“ვფიქრობ, რომ ჩვენი უწმინდესის არჩევანი, გადაწყვეტილება არის ეჭვშეუტანელი. აუცილებლად, მინდა და ვფიქრობ, რომ მეუფე შიო გახდება საქართველოს ახალი კათოლიკოს – პატრიარქი”, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა ჟურნალისტებს სამების ტაძარში შესვლამდე განუცხადა.
კითხვაზე, აქვს თუ არა მეორე ტურის მოლოდინი, პაპაშვილმა განაცხადა: „არა მგონია“.
მისი თქმით, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე სტუმრის სტატუსით არის მიწვეული.
„ადრეც ვთქვი, სხვა გადაცემაში, რომ ყველამ, არათუ შემდგომმა პატრიარქმა, ყველა ქართველმა უნდა მივბაძოთ ჩვენს უწმინდესს“, – განაცხადა პაპაშვილმა.
შეგახსენებთ, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ.