“მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს”, – ამის შესახებ პატრიარქობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ფოთისა და ხობის მიტროლოპიტმა გრიგოლმა, ჟურნალისტებს სამების ტაძარში შესვლამდე განუცხადა.
„იყავნ უფალო ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრემცა ქვეყანასა ზედა“. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
შეგახსენებთ, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ.