საქართველოს შსს-ს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა და ბელორუსიის შსს-ს აკადემიის რექტორმა ვლადიმერ ბაჩილამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი და ბელორუსიის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე კობრუსევი დაესწრნენ.
მემორანდუმის მიზანია კადრების მომზადებისა და კვალიფიციის ამაღლების სფეროში ორი ქვეყნის აკადემიებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გამყარება. მემორანდუმი აგრეთვე ითვალისწინებს შინაგან საქმეთა ორგანოებისთვის კვალიფიციური კადრების სრულყოფილ მომზადებასა და სასწავლო სემინარებში მონაწილეობას.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები საერთო ინტერესის სფეროში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით ერთობლივ სამეცნიერო კვლევებს განახორციელებენ.
ასევე მოხდება საგანმანათლებლო და მეთოდური მასალების, პუბლიკაციების გაცვლა.
ბელორუსიის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აკადემიის რექტორ ნუკრი გელაშვილს, ბელორუსიის შს მინისტრის სახელით, სამკერდე მედალი გადასცა.