იავან ოჰალორანი: ბიზნესის კეთების თვალსაზრისით საქართველო კვლავ მოწინავე შემსრულებელია

ბიზნესის კეთების თვალსაზრისით საქართველო კვლავ მოწინავე შემსრულებელია, – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, იავან ოჰალორანი აცხადებს, რომელიც 2016 წლის Doing Business-ის ანგარიშს ეხმაურება.
,,ბიზნესის კეთების (Doing Business) თვალსაზრისით საქართველო კვლავ მოწინავე შემსრულებელია. მსოფლიოს 80 ქვეყანას შორის საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც გასულ წელს განახორციელა ორი მნიშვნელოვანი რეფორმა – კონტრაქტის აღსრულების გაუმჯობესება ელექტრონული არქივის სისტემის დანერგვის მეშვეობით და მშენებლობის ნებართვის გამარტივება ნებართვის გასაცემად საჭირო დროის შემცირებით.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელი შეფასებისას გამოყენებული იყო ახალი მიდგომა და მეთოდოლოგია. სწორედ ამან განაპირობა, რომ საქართველოს მიენიჭა 24-ე ადგილი. წლევანდელ მოხსენებაში გამოყენებული შეფასების ახალი, გაფართოებული მეთოდოლოგია გამოყენებული რომ ყოფილიყო წინა წლის შეფასებისას, საქართველოს პოზიცია უცვლელი დარჩებოდა“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სამხრეთ კავკასიაში იავან ოჰალორანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები