ქობულეთის რკინიგზის სადგურში სავალუტო ჯიხური დააყაჩაღეს
ქობულეთის რკინიგზის სადგურში სავალუტო ჯიხური დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, თავმდამსხმელებმა დაახლოებით 15 ათასი ლარი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.