„კასინი“ სატურნის თანამგზავრზე ოკეანეებს შეისწავლის

ავტომატური კოსმოსური აპარატი „კასინი“ 28 ოქტომბერს სატურნის თანამგზავრს – ენცელადის მიუახლოვდება და მის ზედაპირზე წყლის მასებს შეისწავლის. „ნასას“ ინფორმაციით, აპარატი თანამგზავრს 48 კილომეტრის მანძილით მიუახლოვდება.
როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, „კასინი“ შეძლებს ენცელადის ყინულის ქვეშ არსებული ოკეანის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებას და იმის დადგენას, შესაძლებელია თუ არა იქ ორგანული მოლეკულების არსებობა.
მანამდე კასინის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით დადგინდა, რომ ენცელადის ზედაპირის ქვეშ უზარმაზარი ოკეანე არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები