ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ უნდა გავხდეთ ეკონომიკურად ევროპული დონის სახელმწიფო

ჩვენ უნდა გავხდეთ ეკონომიკურად ევროპული დონის სახელმწიფო – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქის“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განაცხადა, სადაც, კონკურს „სტუდენტები თვითმმართველობისთვის“ დაწყებასთან დაკავშირებით, სტუდენტებთან შეხვედრა მიმდინარეობს.
კონკურსი არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ ორგანიზებით იმართება.
„მინდა მადლობა გადავუხადო სტუდენტებს აქტიურობისთვის და ვისაუბრო მიზნებზე. ამ პროექტის მიზანია, ჩვენი ქვეყნის მართვა ვისწავლოთ. ჩვენ უნდა გავხდეთ ეკონომიკურად ევროპული დონის სახელმწიფო. ჩვენი ქვეყანა ეფექტურად უნდა მოვმართოთ, რომ წარმატებული ქვეყანა გვქონდეს, რაც შეიძლება მოკლე დროში“, – აღნიშნა ივანიშვილმა.
ორგანიზაცია „მოქალაქე“ კონკურსს „სტუდენტები თვითმმართველობისთვის“ უკვე მეორედ ატარებს. პროექტს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული სასწავლო ცენტრი ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები