გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამართალდარღვევის ფაქტები გამოავლინა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების თანამშრომლებმა სახერხი საამქროს რეგლამენტის პირობების დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს.
წყალტუბოს რაიონის სოფელ დერჩში განთავსებული ერთ-ერთი სახერხი საამქრო არ იყო რეგისტრირებული მერქნული რესურსების ელსისიტემაში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, სამართალდარღვევის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა ამავე სოფელში, სადაც სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის გარდა, გამოვლინდა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტიც. უკანონოდ მოპოვებული თხმელისა და კაკლის სახეობის 23 ერთეული მორი სატვირთო მანქანით ზემოთ აღნიშნული სახერხი საამქროს ტერიტორიაზე მიიტანეს.
როგორც “კვირას” უწყებიდან აცნობეს, შესაბამისი ოქმები უკვე შედგენილია.