ოზურგეთში მამაკაცი დაჭრეს

გურიაში, ოზურგეთში ჭავჭავაძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. თვითმხილველების განცხადებით, დაშავებულია კიდევ რამდენიმე ადამიანი. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. აღნიშნული წუხელ გვიან ღამით მოხდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები