ქობულეთში გაზგასამართი სადგური დააყაჩაღეს

ქობულეთში გაზგასამართი სადგური დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა სამასი ლარი წაიღეს. ასევე თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ამასთან, უწყების ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები