საქართველო – სომხეთის საზღვარზე, მდინარე დებედაზე ახალი ხიდი აშენდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სომხეთის სამთავრობო დელეგაციას უმასპინძლა.
როგორც “კვირას” სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნული ვიზიტი, საქართველსა და სომხეთის მთავრობებს შორის გაფორმებული იმ შეთანხმების ფარგლებში შედგა, რომელიც მდინარე დებედაზე, ორი ქვეყნის სახელმწიფო სასაზღვრო-გამტარ პუნქტებზე (სადახლო-ბაგრატაშენი) ახალი ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს. შეთანხმების ფარგლებში შეიქმნა ერთობლივი კომისია, რომლის სამუშაო შეხვედრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შედგა.
შეხვედრაში ქართული მხრიდან მონაწილეობდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი, მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ გასვიანი და სხვა ოფიციალური პირები. სომხეთის მხარეს წარმოადგენდნენ: სომხეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კომუნიკაციის მინისტრის მოადგილე არტურ არაქელიანი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე არმენ გევორქიანი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ვიგენ ქოჩარიანი და სომხეთის მთავრობის სხვა წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მხარეებმა ხელშეკრულების ეფექტური განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებებზე იმსჯელეს. განიხილეს შესაბამისი ქვეკომისიების, ტენდერების შემფასებელი ერთობლივი კომისიების შექმნისა და სხვა პროცედურული საკითხები.
როგორც, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ხიდის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის საზღვარზე მგზავრებს კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალება ექნებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები