სარეცხი საშუალების კუსტარულად დამამზადებლები გამოავლინეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ დამზადება-გამოყენების ფაქტი გამოავლინა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ერთ-ერთი ინდმეწარმის მიერ, კუსტარულად მოწყობილ საწარმოში სისტემატურად ხდებოდა დიდი ოდენობით AVE-ს ნიშანდებული პროდუქციის მართლსაწინააღმდეგო დამზადება და რეალიზაცია.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით უკანონოდ დამზადებული კონტრაფაქციული სარეცხი საშუალება, რომლის ლოგოტიპიც მიმსგავსებულია ცნობილი ბრენდის, AVE – ს სასაქონლო ნიშანს.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.