ნიკა გვარამია დღეს პროკურატურაში დაიკითხება

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკითხვა დღეს იგეგმება. გუშინ დაკითხვა გვარამიას ადვოკატის, ლევან ვეფხვაძის მოუცლელობის გამო გადაიდო.
ნიკა გვარამიას დაკითხვა მისი განცხადების საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება, რომლის მიხედვით, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის “თბილისი – 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარისგან ალექსი ახვლედიანისგან ხელისუფლების მესიჯი მიიღო, რომელიც მუქარასა და შანტაჟს შეიცავს. ნიკა გვარამია მისი განცხადების საფუძველზე პროკურატურამ 21 ოქტომბერს მოწმის სახით დაჰკითხა.
ნიკა გვარამიას ჩვენების საფუძველზე მოწმის სახით დაიკითხა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ,,თბილისი – 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანიც. გვარამიას და ახვლედიანის დაკითხვების შესახებ პროკურატურამ მოგვიანებით განცხადება გაავრცელა. როგორც საგამოძიებო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ნიკა გვარამიას და ალექსი ახვლედიანის ჩვენებებში არის არსებითი წინააღმდეგობა, ამიტომ მოწმის სახით ნიკა გვარამიას დამატებით დაჰკითხავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები