„რუსთავი 2“-ის უფლებადამცველებმა საკონსტუტუციო სასამართლოს მიმართეს
ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” იურისტებმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ტელეკომპანიის უფლებადამცველები დაუყოვნებლივი აღსრულების მუხლის გაუქმებას ითხოვენ.
“რუსთავი 2 –ის” ინფორმაციით, კომპანიის იურისტები ფიქრობენ, რომ საპროცესო კოდექსის აღნიშნული მუხლები წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის მუხლებთან, რის გამოც მათ არ ეძლევათ საშუალება კონსტიტუციურად მინიჭებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით ისარგებლონ.
“იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს რეალური საფრთხე საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ გამოტანის საპროცესო კოდექსის მუხლების წინააღმდეგობა კონსტიტუციის მუხლებთან არ მოგვცემს საშუალებას სრულფასოვნად განვახორციელოდ ჩვენთვის კონსტიტუციის მონიჭებული სამართლიანი სასამართლოს უფლება”, – აღნიშნულია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.