ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4067 ლარი გახდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4067 ლარი გახდა. 27 ოქტომბერს ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4067 ლარი იქნება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.4049 ლარს შეადგენდა. ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში გამყარდა. ხვალიდან ერთ ევროს შეძენა 2.6563 ლარად იქნება შესაძლებელი, აქამდე მოქმედი კურსი კი 2.6687 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0124 ლარი შეადგინა.