საქართველო-ჩინეთის რიგით მეორე გამოფენა გაიხსნა
საქართველო-ჩინეთის რიგით მეორე გამოფენა გაიხსნა „თბილისის ზღვის პლაზაში“, რომელსაც საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დაესწრო.
დავით საგანელიძემ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ორი ქვეყნის სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოსა და ჩინეთის კერძო სექტორის, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებმაც გამოფენაზე წარმოდგენილი ჩინური ნაწარმი დაათვალიერეს.
საპარტნიორო ფონდის ცნობით, “თბილისის ზღვის პლაზაში“ ასევე გამოფენილია ჩინეთში ქართული პროდუქციის ამსახველი ფოტომასალა, მათ შორის ჩინეთში ქართული ღვინის სახლი, რომელიც დავით საგანელიძის ხელშეწყობით გაიხსნა. გამოფენის ორგანიზატორია ჩინეთის ძიანსის მხარის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის კომიტეტი.