ე.წ. კორტების საქმეზე განაჩენი 30 ოქტომბერს, 12:00 საათზე გამოცხადდება

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის განცხადებით, ე.წ. კორტების საქმეზე განაჩენი 30 ოქტომბერს, 12:00 საათზე გამოცხადდება. აღნიშნული ვადა მოსამართლეს არგუმენტების გადასამოწმებლად სჭირდება.
აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულები: ლევან ბეროძე და გიორგი ცააძე განაჩენის გამოცხადებას არ დაესწრებიან.
შეგახსენებთ, ე.წ. კორტების საქმეზე ბრალდებულები არიან: გიორგი ცააძე, ირაკლი ფირცხალავა, კახაბერ ნაკანი, ლევან ბეროძე და გრიგოლ კვინიკაძე კი ძებნაში იმყოფება. გამოძიება ბრალდებულებს განზრახ მკვლელობას, მტკიცებულებების ფალსიფიცირებასა და უკანონო დაკავებას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები