ე.წ.კორტების საქმეზე განაჩენის გამოცხადების თარიღი, სავარაუდოდ, დღეს გამოცხადდება

ე.წ.კორტების საქმეზე განაჩენის გამოცხადების თარიღი, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი. როგორც პროცესის დაწყებამდე საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, დღეს იგეგმება ბრალდების მხარის საბოლოო სიტყვის წარმოთქმა, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბირო ოთახში გავა და განაჩენის გამოტანის თარიღს გამოაცხადებს.
ე.წ. კორტების საქმეზე ბრალდებულები არიან: გიორგი ცააძე, ირაკლი ფირცხალავა, კახაბერ ნაკანი, ლევან ბეროძე და გრიგოლ კვინიკაძე. აქედან გრიგოლ კვინიკაძე ძებნაშია. გამოძიება ბრალდებულებს განზრახ მკვლელობას, მტკიცებულებების ფალსიფიცირებასა და უკანონო დაკავებას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები