ნიკა გვარამიას დაკითხვა ხვალისთვის გადაიდო
საქართველოს მთავარ პროკურატურაში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ხვალ დაჰკითხავენ. გვარამიას დაკითხვა მთავარ პროკურატურაში დღეისთვის იყო ჩანიშნული, თუმცა ადვოკატის ლევან ვეფხვაძის მოუცლელობის გამო, მისი დაკითხვა ხვალ, 13:00 საათისთვის გადაიდო.
როგორც “კვირას” ადვოკატმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა, ხვალ მთავარ პროკურატურაში ნიკა გვარამიასთან ერთად გამოცხადდება.
შეგახსენებთ, რომ გვარამიას დაკითხვა მისი განცხადების საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება, რომლის მიხედვით, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის “თბილისი – 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანისგან ხელისუფლების მხრიდან მუქარისა და შანტაჟის შემცველი შეტყობინება მიიღო. პროკურატურამ ნიკა გვარამია და ალექსი ახვლედიანი უკვე დაჰკითხა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ნიკა გვარამიასა და ალექსი ახვლედიანის ჩვენებებში არის არსებითი წინააღმდეგობა და გამოძიება ნიკა გვარამიას მოწმის სახით დამატებით, ხვალ დაჰკითხავს.